ფეხბურთი

22:31 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: იტალიის ნაკრების 28-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა შეამცირა. მან 1 კვირის წინ გუნდში 33 ფეხბურთელს უხმო, ახლა კიდევ ორი დაემატა, ლონდონის "ჩელსის" ნატურალიზებული ბრაზილიელი მოთამაშეები ჟორჟინიო და ემერსონ პალმიერი, მაგრამ სამაგიეროდ, 7 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა.

რობერტო მანჩინიმ უარი ალესიო კრანიოზე, გაეტანო კასტროვილიზე, მოიზე კინზე, ჯაკომო რასპადორიზე, კრისტიანო ბირაგიზე, მანუელ ლაძარიზე და ვინჩენცო გრიფოზე თქვა და სიაში ამ დროისთვის 28 ფეხბურელია, რომელსაც კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდება. მანჩინიმ საბოლოო შემადგენლობა, რომელშიც 26 მოთამაშე იქნება 1 ივნისს უნდა დაასახელოს.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ფრანჩესო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ, საფრანგეთი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლეონარდო სპონაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მატეო პოლიტანო (ინტერი).

იტალიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი 28 მაისს სან მარინოსთან გამართა და 7:0 იმარჯვა. "სკუადრა აძურა" 31 მაისიდან რომში მოემზადება, სადაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს ჩაატარებს, თურქეთთან, უელსთან და შვეიცარიასთან. მანამდე, 4 ივნისს, ამხანაგურ თამაშში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ევრო 2020 11 ივნისს, იტალია - თურქეთის მატჩით გაიხსნება.

0.124093