კალათბურთი

21:58 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის სეზონი დიდებული თამაშით და ცსკა-მ წაგებით დაასრულა

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონი დაასრულა და „ოთხთა ფინალში“, ბოლო მეოთხე ადგილი დაიკავა. დმიტრი იტუდისის გუნდი მესამეადგილისთვის მატჩი „ოლიმპია მილანოს“ შეხვდა და 73:83 წააგო.

შენგელია ორივე გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 28:07 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, შედეგად ერთადერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 გამოდგა.

შენგელია 18 ქულით და 26 მარგი ქმედების კოეფიციენტით არა მარტო ცსკა-ში, არამედ ორივე გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ამან მოსკოვური გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა და ევროლიგა მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს.

ევროლიგის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „ანადოლუ ეფესი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან, ხოლო ცსკა VTB ლიგის ფინალშია და ჩემპიონობას შიდა ჩემპიონობაში ეცდება.

0.120448