ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ევრო 2020-ზე ბელგიის ნაკრების სამწვრთნელი შტაბში იმუშავებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ანრი ბელგიის ნაკრებს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ის „წითელ ეშმაკებში“ 2016-2018 წლებში მუშობდა, მერე კი მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელა.
ანრი 2018-2019 და 2019-2021 წლებში შესაბამისად, „მონაკოსა“ და „მონრეალის“ მთავარი მწვრთნელი იყო.