ქალაქ კილში, „ჰოლშტაინ შტადიონზე,“ გაიმართა საპასუხო შეხვედრა „ჰოლშტაინსა“ და „კიოლნს“ შორის, რომელსაც მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში მოასპარეზე გუნდის ვინაობა უნდა გაერკვია.
„თხებმა“ („კიოლნის“ მეტსახელია) 1:5 აჯობეს მასპინძლებს და გერმანიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შენარჩუნეს ადგილი.
საინტერესოა, რომ პირველ მატჩში, კიოლნში, „ჰოლშტაინმა“ სტუმრად 0:1 მოიგო.