ფეხბურთი

18:28 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი: "ეს გადაწყვეტილება გამიკვირდა, უკვე გამოჯანმრთელებული ვარ"

ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრებში კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებს. „ევერტონის“ ნახევარმცველი სამწვრთნელო შტაბმა განაცხადში არ შეიყვანა და ამის მიზეზად ტრავმა დასახელდა.

თუმცა, ხამესი ჯანმრთელია და როგორც თავად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში თქვა, მისთვის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება გასაკვირი იყო.

„გამიკვირდა სამწვრთნელო შტაბის განცხადება, რომელშიც ისინი ჯანმრთელობას მისურვებენ. მაგრამ მე უკვე გამოჯანმრთელებული ვარ და ამისთვის ბევრი მსხვერპლის გაღება მომიწია. ყველამ იცის, რამდენს წარმოადგენს ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში და პერსონალის უნდობლობა ტკივილს მაყენებს, რადგან კოლუმბიისთვის ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. თანაგუნდელებს საუკეთესოს ვუსურვებ და შორიდან მხარს ვუჭერ, როგორც ყოველთვის“, - დაწერა ხამესმა.

0.114955