მადრიდის „ატლეტიკო“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნახევარმცველის, როდრიგო დე პაულის შეძენას გეგმავს. დიეგო სიმეონეს ნახევარდაცვის ცენტრის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
„როხიბლანკო“ მზადაა „უდინეზეს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს და პლუს ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაუთმოს. თუმცა, იტალიელები ტრანსფერში მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.
27 წლის ნახევარმცველს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს და 2014-2016 წლებში „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა. „უდინეზეს“ ის 2016 წლიდან შეუერთდა და 184 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. დე პაულს განსაკუთრებით წარმატებული 2020-2021 წლების სეზონი ჰქონდა და 36 თამაშში 9 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა.
მადრიდის „ატლეტიკო“ დე პაულის გარდა, ნახევარდაცვაში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, როდრიგო ბენტანკურის დამატებასაც გეგმავს.