ფეხბურთი

11:28 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "რომა" დასაჯეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ტურინის "იუვენტუსს" და "რომას" ფულადი ჯარიმების გადახდა გულშემატკივრების ცუდი საქციელის გამო დააკისრა.

იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში "ბიანკონერმა" "მგლები" 3:2 დაამარცხა, ტურინელი ტიფოზები კი "რომას" ფეხბურთელებს ლაზერის მეშვეობით თამაშში ხელს უშლიდნენ და აგრეთვე სტუმართა გულშემატკივრების სექტორს ფლაერებს ესროდნენ. მატჩის დელეგატმა ეს ყველაფერი სადისციპლინო კომიტეტს მოახსენა და "იუვე" 30000 ევროთი დასაჯა.

მეორეს მხრივ "რომას" გულშემატკივრებიც ცუდად იქცეოდნენ, მოედანზე ბოთლებს და სხვადასხვა ტიპის საგნებს ისროდნენ და ამის გამო საკუთარი გუნდი 20000 ევროთი აზარალეს.

აღნიშნულ მატჩში მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდს ჯამში 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. უხეში თამაში იყო და რა გასაკვირია გულშემატკივრების ცუდი საქციელი.

0.132278