ფეხბურთი

17:18 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსის" მწვრთნელია

ტურინის „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ალეგრიმ ანდრეა პირლო შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს. 53 წლის იტალიელი ბოლო ორი წელი ისვენებდა და „იუვენტუსში“ ზუსტად ორი წლის თავზე დაბრუნდა.

ალეგრიმ „იუვენტუსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით მაქსი „იუვეს“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.

ის ტურინულ კლუბს 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა და დიდებული შედეგებიც ჰქონდა: ზედიზედ 5 სკუდეტო, ზედიზედ 4 იტალიის თასი, ორჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

0.117772