ფეხბურთი

21:38 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" სავარაუდოდ, სიმონე ინძაგი გაწვრთნის

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით სიმონე ინძაგი გახდება. იტალიური მედია აქტიურად იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

„ნერაძურის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ინძაგი რომის „ლაციოს“ გუშინ კონტრაქტის 2024 წლამდე განახლებაზე შეუთანხმდა, მაგრამ შეთანხმება მალევე დაარღვია და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონში ანტონიო კონტეს შეცვლის.

"ლაციომ" და სიმონე ინძაგიმ უკვე დაადასტურეს, რომ რომაულ გუნდს ის აღარ გაწვრთნის: "დიდი ემოციით მინდა გითხრათ, რომ 30 ივნისს "ლაციოსთან" ჩემი თავგადასავალი დასრულდება. მადლობას ვუხდი კლუბს, პრეზიდენტს, ფეხბურთელებს და ტიფოზებს, რომელთა თანმხლები ვიყავი 22 წლის განმავლობაში. ეს ფერები ჩემს გულშია, სამუდამოდ ასე იქნება. თეთრი და ღია ცისფერი მუდამ ჩემი სულის ნაწილი იქნება", - თქვა სიმონემ.

სიმონე ინძაგის აქამდე მხოლოდ „ლაციოში“ უმუშავია. 45 წლის სპეციალისტმა რომაული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა და მას მერე „არწივებს“ ორჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი მოაგებინა, ხოლო ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.

0.145307