ჩოგბურთი

15:11 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარიერაში პირველად ეკო გორგოძე როლან გარისის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და ის როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამაშებს.

29 წლის სპორტსმენმა ნურია პარიზას დიაზი ორ სეტში 6:3, 6:4 დაამარცხა და ზედიზედ სამი გამარჯვებით, საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად მოხვდა.

აღნიშნული შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა, გორგოძემ 9-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო. 1 ეისი შეასრულა, ხოლო ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.

0.115113