კალათბურთი

20:30 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას სეზონის MVP გახდა! (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და „ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. 31 წლის მოთამაშეს პრიზი უკვე გადაეცა.

შერმადინმა მთლიანობაში 100 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა „რეალის“ ლიდერ ედი ტავარეშს (65 ქულა). გამოკითხვაში მწვრთნელები, კალათბურთელები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ ქულათა მაქსიმუმი 100 იყო და ამრიგად, "შერმინატორს" ერთი ქულაც არ დაუკარგავს.

გიორგი 2020-2021 წლების სეზონის რეგულარულ სეზონში საშუალოდ 17 ქულას და 5.4 მოხსნას 22.5 მარგი ქმედების კოეფიციენტით აგროვებდა. შერმადინისა და ტავარეშის გარდა ხუთეულში ნიკოლა მიროტიჩი (33), მარსელინო უერტასი (28) და პიერა ჰენრი (15) მოხვდნენ.

გიორგი მიმდინარე სეზონში ოთხჯერ გახდა ტურის MVP (მე-5, მე-14, მე-19 და 37-ე ტურებში), ხოლო სამჯერ თვის საუკეთესო კალათბურთელის წოდება მოიპოვა (ოქტომბერში, იანვარსა და მარტში).

შერმადინს კუთვნილი ჯილდო ტეიდეს მწვერვალზე გადასცეს და ეს მისმა თანაგუნდელმა მარსელინო უერტასმა გააკეთა. ქართველი ცენტრი იქ მოტყუებით წაიყვანეს, თითქოს სარეკლამო რგოლის გადასაღებად და MVP-ის ტიტულის მიღება მისთვის სიურპრიზი იყო.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი „ლენოვო ტენერიფეს“ პირველი კალათბურთელია, რომელიც ლიგა ენდესას სეზონის MVP გახდა.

0.116257