ფეხბურთი

19:43 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

დანიელები ევრო 2020-ზე B ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც ბელგიას, ფინეთს და რუსეთს შეხვდებიან. ჰიულმანდის რჩეულთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: კასპერ შმეიხელი („ლესტერი“), იონას ლესლი („ევერტონი“), ფრედერიკ რენოვი („შალკე“);

მცველები: მატიას იორგენსენი, ნიკოლაი ბოილესენი (ორივე „კოპენჰაგენი“), სიმონ კიაერი („მილანი“), ანდრეას კრისტენსენი („ჩელსი“), იანიკ ვესტერგორი („საუთჰემპტონი“), იოახიმ ანდერსენი („ფულჰემი“), დანიელ ვასი („ვალენსია“), იენს სტრიუგერ ლარსენი („უდინეზე“), იოაკიმ მეჰლე („ატალანტა“);

ნახევარმცველები: კრისტიან ერიკსენი („ინტერი“), ტომას დილეინი („დორტმუნდი“), პიერ-ემილ ჰეიბიერგი („ტოტენჰემი“), მატიას იენსენი, კრისტიან ჰერგორი (ორივე „ბრედფორდი“), ანდერს კრისტიანსენი („მალმიო“);

თავდამსხმელები: კასპერ დოლბერგი („ნიცა“), იონას ვინი („კოპენჰაგენი“), ანდრეას კორნელიუსი („პარმა“), მარტინ ბრეიტუეითი („ბარსელონა“), რობერტ სკოვი („ჰოფენჰაიმი“), მიკელ დამსგორი („სამპდორია“), იუსუფ პოულსენი („ლაიპციგი“), ანდრეას სკოვ ოლსენი („ბოლონია“);

0.109933