ფეხბურთი

16:57 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" სპორტული დირექტორი გაუშვა, ის კლუბში 11 წელი მუშაობდა

„იუვენტუსმა“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გაათავისუფლა. როგორც ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ განახლდება და პარატიჩი კლუბს დატოვებს.

გამოცდილი მენეჯერი „იუვეში“ 2010 წლიდან მუშაობდა და 11 წლის განმავლობაში მის სახელს არაერთი წარმატებული ტრანსფერი უკავშირდება. პარატიჩის პერიოდში შავ-თეთრებმა 9-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, ხუთჯერ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს.

იტალიური მედია დარწმუნებით იტყობინება, რომ პარატიჩის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ფედერიკო კერუბინი შეცვლის.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ 2020-2021 წლების სეზონში იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა და სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა.

0.114407