ფეხბურთი

10:24 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დისკვალიფიკაცია და ფინანსური ჯარიმები: უეფა სამი კლუბის დასჯას აპირებს

უეფა მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს.

სამივე კლუბის წინააღმდეგ სუპერლიგასთან დაკავშირებით უეფამ გამოძიება უკვე დაიწყო და შესაბამისად, სანქციებიც მოსალოდნელია. ესპანური პრესა იტყობინება, რომ სასჯელი დისკვალიფიკაციასა და დიდძალ ფინანსურ ჯარიმაში გამოიხატება.

მოგეხსენებათ, „იუვე“, „ბარსა“ და „რეალი“ სუპერლიგის პროექტს მხარს უჭერენ და მას დღემდე არ ტოვებენ, რის გამოც უეფა მკაცრი სანქციების გატარებას აპირებს.

დანარჩენი 9 კლუბის შემთხვევაში კი სიტუაცია განსხვავებულია - მათ უკვე დატოვეს სუპერლიგა და უეფაც 15-მილიონიანი ფინანსური სასჯელით შემოიფარგლა.

0.113119