ფეხბურთი

23:48 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფ გალტიემ "ლილი" ჩემპიონობის შემდეგ დატოვა

2020-2021 წლების სეზონის მთავარი აღმოჩენა „ლილი“ იყო, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. წარმატების მთავარმა შემოქმედმა კრისტოფ გალტიემ კი გუნდი დატოვა. 54 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ თვითონ ისაუბრა.

„ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება „ლილის“ საბოლოო პოზიციას სატურნირო ცხრილში. მეოთხე ან მეშვიდე ადგილზე რომ გავსულიყავით, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. არ მინდა, წარმატებიდან დავიწყო მუშაობა. მივდივარ, რადგან გადავწყვიტე, რომ ოთხი წლის შემდეგ წასვლის დრო მოვიდა. „ლილს“ დაუჯერებელი შედეგით ვტოვებ, რაღაც სხვა მჭირდება. არ მინდა, ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩავარდე, როგორც ეს მოხდა „სენტ ეტიენში“. ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება „ლილის“ მომავლის შიშს“, - თქვა გალტიემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტოფ გალტიე „ლილს“ 2017 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდს ისტორიაში მეოთხედ საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე 54 წლის სპეციალისტი „სენტ ეტიენს“ წვრთნიდა 2009-2017 წლებში, სხვა კლუბში კი არ უმუშავია.

გალტიეს აქტიურად იტალიურ „ნაპოლის“ უკავშირებენ, რომელსაც პორტუგალიელ სერჟიო კონსეისაოსთან მიღწეული შეთანხმება ჩაეშალა და ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო.

0.115819