ჯენარო გატუზო ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 43 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და მუშაობას ოფიციალურად 1 ივლისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ფლორენციული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
გატუზო ბოლოს „ნაპოლის“ თავკაცი იყო, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს. რინოს მომავალს „იუვენტუსს“ და „ლაციოს“ უკავშირებდნენ, მაგრამ „ფიორენტინას“ წინადადება და ინტერესი უფრო სერიოზული იყო.
შეგახსენებთ, ჯენარო გატუზოს „ნაპოლის“ გარდა, „მილანში“, „პიზაში“, „პალერმოში“, „ოფსა“ და „სიონში“ უმუშავია.