ესპანური „სევილიას“ ხელმძღვანელობა ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირდა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Fichajes.net-ი ავრცელებს.
ანდალუსიელები მზად არიან ქართველი ფეხბურთელი ფეხბურთელისთვის 15-დან 20 მილიონ ევრომდე გადაიხადონ. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია.
ხვიჩას გადაბირებით დაინტერესებული „სევილიას“ გარდა, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ლიდს იუნაიტედიც“ არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და მან აწ დასრულებულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი მიითვალა.