ფეხბურთი

14:49 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ლაოსის არ ეშინია

წლევანდელი სეზონის მთავარ საკლუბო მატჩამდე სულ ოთხი დღე დარჩა. შაბათს, 29 მაისს, პორტუს „დრაგაუს“ სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი ინგლისური გუნდი: „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდება.

ცხადია, ახლა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება აქეთკენაა მიმართული. ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებთ. აი, ბოლო ამბები „სიტის“ ბანაკიდან.

მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა არ დარდობს იმაზე, რომ ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი 44 წლის ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება. კაცი, რომელთანაც კატალონიელს ძალიან ცუდი მოგონებები აკავშირებს.

თავის დროზე, ლაოსმა „მანჩესტერ სიტის,“ ამ ტურნირის სამ შეხვედრაში სამი პენალტი დაუნიშნა. 2018 წელს კი, მეოთხედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ, გვარდიოლა ტრიბუნაზე გააძევა.

იმ თამაშის შემდეგ, გვარდიოლას ლაოსთან კამათიც კი მოუხდა ლეროი სანეს არჩათვლილი გოლის გამო. ლაოსმა მაშინ გერმანელ გარემარბს თამაშგარე დაუფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბურთს ლივერპულელი ჯეიმს მილნერი შეეხო.

„ლაოსი თავისებური ადამიანია. უყვარს წარმოდგენა, რომ განსაკუთრებულია“ - აბობს გვარდიოლა და ამტკიცებს, რომ ამჯერად მასზე ერთი წამითაც არ უფიქრია: „ახლა ჩემთვის სულ ერთია, ვინ იქნება მსაჯი. რატომ? ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ვარ დარწმუნებული ჩემს გუნდში.“ - ამატებს კატალონიელი.

კიდევ ერთი ამბავი. მას შემდეგ, რაც ტომას ტუხელი „ჩელსის“ მწვრთნელია, „არისტოკრატებმა“ ორივე თამაში მოუგეს „ქალაქელებს.“ ერთი ინგლისის თასის ნახევარფინალში, მეორე - პრემიერლიგაში.

თუმცა, გვარდიოლა ამ საკითხსაც ფილოსოფიურად უყურებს: „ჩელსი“ ყველა გუნდს უქმნის პრობლემებს. მათ შორის, ჩვენც.

ორი თამაში მოგვიგეს. ვულოცავ. მაგრამ ახლა სულ სხვა ტურნირია და ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ვნახოთ, რა გამოვა. ახლა შევხედავთ, რამდენ პრობლემას შევუქმნით მათ ჩვენ.“- აგრძელებს „სიტის“ თავკაცი.

სხვათა შორის, „სიტიმ“ და „ჩელსიმ“ 2006 წლის ფინალისტების შემდეგ, ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვეს ტურნირის განმავლობაში 4-4.

„ქალაქელების“ გერმანელ ნახევარმცველს, ილქაი გიუნდოგანს მიაჩნია, რომ სწორედ დაცვაში კარგი თამაში გახდება წარმატების საწინდარი.

„ვგრძნობ, რომ მიმდინარე სეზონში ჩენს გუნდში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცავალა და ერთ-ერთი სწორედ ცოტა გოლების გაშვებაა.

მაგალითისთვის, რამდენიმე წლის წინათ, „მონაკოსთან“ შინ გავუშვით სამი გოლი. იგივე განმეორდა შემდეგ „ტოტენჰემთანაც.“ შარშან „ლიონთანაც“ 1:3 დავმარცხდიით.,,

ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი ჯამში სულ 4 ბურთი გავუშვით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვაში გაცილებით სტაბილურები გავხდით.

მიმაჩნია, რომ ახლა ძალიან ძლიერები ვართ. ასეთი განცდა მნიშვნელოვანია გადამწყვეტ მომენტებში.“ - ამბობს გიუნდოგანი.

0.121017