გერმანული „ლაიფციგი,“ რომელშიც იჯარის წესით „რომას“ შემტევი, ჯასთინ კლუივერტი თამაშობს, მზადაა ფეხბურთელი გამოისყიდოს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, გერმანულ კლუბს შეუძლია ნიდერლანდელში „რომას“ 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ახლახან დასრულებულ სეზონში კლუივერტმა „ხარების“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, დაინტერესებულია კლუივერტის გუნდში დაბრუნებით.
კლუივერტი „რომაში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა „აიაქსიდან.“