ინგლისის ლიგის მწვრთნელთა ასოციაციამ (LMA) „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
„მიხარია, რომ ამ წოდებას მეორედ ვიღებ. მაგრამ ასეთი ჯილდოს მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გარშემო პროფესიონალები გყავს. ჩემი მოთამაშეები შესანიშნავები იყვნენ, მათი კვალიფიკაცია და თავდადება არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ. მით უმეტეს, ამ ურთულეს სეზონში.
გამიმართლა, რომ ასეთი კარგი თანაშემწეები მყავს. ისინი საქმეში ყველაფერს დებენ. ამიტომ, ეს ჯილდო მათაც თანაბრად ეკუთვნით.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.