ფეხბურთი

2:09 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი სომხეთის ნაკრებში არ გამოიძახეს: "ამის მიზეზი ჩემთვის არადამაჯერებელია"

იტალიური "რომას" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის ნაკრებში არ გამოიძახეს. ესპანელმა სპეციალისტმა ხოაკინ კაპაროსმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც სომეხი ფეხბურთელი გააკვირვა და განაცხადა, რომ არგმოძახების მიზეზი მისთვის არადამაჯერებელია.

"ჩემდა გასაოცრად, სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან შემატყობინეს, რომ რატომღაც არ გამომიძახეს უახლოესი მატჩებისთვის. მათმა მიზეზებმა ვერ დამარწმუნეს. ამის მიუხედავად, ჩვენს ფეხბურთელებს შემდეგ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ", - დაწერა მხითარიანმა.

იტალიურ "რომაში" 32 წლის შემტევს კარგი სეზონი ჰქონდა და 46 თამაშში 15 გოლი გაიტანა. სომხეთის ნაკრები 1 და 5 ივნისს ამხანაგურ მატჩებს შესაბამისად ხორვატიისა და შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ ხოაკინ კაპაროსის გუნდი 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე, თავის ქვეჯგუფში 3 ტურის შემდეგ უდანაკარგო ლიდერია (9 ქულა), უსწრებს რა, ჩრდ. მაკედონიის, გერმანიის, რუმინეთის, ისლანდიისა და ლიხტანშტაინის ნაკრებებს. სომხებმა ხსენებული სამივე თამაში მხითარიანის გარეშე მოიგეს.

0.129483