კრივის ფილიპინელი ლეგენდა მანი პაკიაო, როჭოს წონაში (67 კგ) მსოფლიოს ჩემპიონს (IBF-ის და WBC-ს ვერსიებით), ამერიკელ ეროლ სპენს უმცროსს, 21 აგვისტოს დაუპირისპირდება.
პაკიაომ (62-7-2, 39 ნოკაუტი) ორი წლის წინთ ყველა გააოცა, როდესაც ამერიკელი კიტ თურმანი დაამარცხა და როჭოს წონაში WBA-ის ტიტულს დაეუფლა. მაგრამ ფილიპინელი მოკრივე ახლა უკვე 42 წლისაა და თანამედროვე კრივში ერთ-ერთ გამორჩეულ მოკრივეს ხვდება.
თავისი უნარების გარდა, სპენსს (27-0, 21 ნოკაუტი) სიმაღლის უპირატესობაც აქვს და ჯერჯერობით წაუგებელია. ცაცია ნიუ იორკელი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და საუკეთესო ფორმაში იმყოფება.
იმის გამო, რომ პაკიაოს ორი წელია, არ უბრძოლია, მას ტიტულები დროებით არ ეკუთვნის. თუმცა უკვე ოტხი ათეული წელია, მასზე საკრივო სამყარო აღტაცებული წერს. ის ბოლო ოთხ ათწლეულში (1990-იანებში, 2000-იანებში, 2010-იანებში და 2020-იანებში), ყოველთვის ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებს. ის პირველი მოკრივეა, ვინც რვიდან ოთხ „გლამურულ“ წონაში - მწერის (51 კგ), ბუმბულის (57 კგ), მსუბუქ (61 კგ) და როჭოს (67 კგ) წონებში. სულ კი, რვა წონით დივიზიონში, 12 ტიტულს ფლობდა.
„შეთანხმება მიღწეული, წლის უდიდეს ბრძოლაზე, ყველას ვეგასში გიხილავთ“, - პაკიაოსთან მიღწეული შეთანხმება, საკუთარი ინსტაგრამით გვამცნო სპენსმა. პაკიაომ კი უბრალოდ დაწერა: „პაკიაო სპენსის წინააღმდეგ, 2021 წლის 21 აგვისტო, ლას ვეგასი, ნევადა“.