"მილანი" მარიო მანჯუკიჩმა დატოვა. ეს ინფორმაცია ხორვატმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 35 წლის შემტევმა კლუბს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
"მილანში" თამაში სასიამოვნო იყო. მადლიერი ვარ კლუბის, რომელმაც ეს შანსი მომცა, სამწვრთნელო შტაბის გაწეული სამუშაოსთვის და ჩემი თანაგუნდელების, რომლებიც არამარტო შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, არამედ დიდი ადამიანების გაერთიანებაა. ბედნიერი ვარ, რომ შევძელითამ ფანტასტიკური კლუბის დაბრუნება ისეთ შეჯიბრში, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა და რომელიც ამ გუნდის ისტორიას ეკუთვნის. მომავალში ყველას საუკეთესოს ვუსურვებ", - აღნიშნა მარიომ.
შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი "მილანს" იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 11 უგოლო მატჩი ჩაატარა.