ფეხბურთი

19:35 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტი" მზადაა ქვილითაია ნახევარ მილიონ ევროდ გაყიდოს

ბელგიური "გენტი" მზადაა გიორგი ქვილითაია გაყიდოს, თუ სასურველ წინადადებას მიიღებს. Larnakasports-ის ცნობით, ბელგიური კლუბი 27 წლის შემტევს ნახევარ მილიონ ევროდ აფასებს.

თემურ ქეცბაიას ქვილითაიას "ანორთოსისში" შენარჩუნება სურს, მაგრამ საიჯარო პერიოდი ამოიწურა, ხოლო ნახევარი მილიონი ევრო კვიპროსული გუნდისთვის ძალიან დიდი თანხაა და თუ სხვა ფორმულაზე ვერ შეთანხმდებიან, გიორგის გადაბირება ძალიან გაუჭირდება.

ქვილითაიას მიმართ ინტერესს კიდევ ერთი კვიპროსული გუნდი იჩენს, მაგრამ მისი ვინაობა ცნობილი არ არის. ქართველ ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ქვილითაიამ "ანორთოსისის" მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა და კვიპროსის თასი მოიგო.

0.116579