ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო, 38-ე ტურში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" "ბარსელონას" უმასპინძლა და უბრძოლველად წააგო - 72:96.
გიორგი შერმადინმა 20:32 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6-ს გაუტოლდა.
"ლენოვო ტენერიფემ" რეგულარული სეზონი 27 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა რა, მხოლოდ "რეალსა" და "ბარსელონას", შედეგად, ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.