ჟენევის ღია პირველობის ჩემპიონი, ნორვეგიელი კასპერ რუუდი გახდა, ვინც ფინლში კანადელ დენის შაპოვალოვს 7-6(6), 6-4 მოუგო. შეხვედრა დაძაბული იყო, თუმცა მესამე ნომრად განთესილმა რუუდმა მეტოქეს ერთი ბრეიკიც არ მოაპოვებინა და კარიერაში ATP-ს მეორე ტურნირი მოიგო. რუუდს პირველი ტიტული არგენტინში, შარშან აქვს მოპოვებული.
22 წლის ჩოგბურთელთა შორის პირველი სეტი ისე დასრულდა, ვერცერთმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. ტაიბრეიკზე თავიდან მეორე ნომრად მოთამაშე შაპოვალოვი 6-2 დაწინაურდა. თუმცა მომდევნო ოთხი გათამაშება რუუდმა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ, ქულა ქულაში წავიდა. კანადელმა ოთხი სეტ პოინტის მოგერიება შეძლო, მაგრამ მეხუთეზე გატყდა - ბურთი ბადეს მოახვედრა და სეტიც დათმო.
მეორე სეტის მეხუთე გეიმში, რუუდმა ბრეიკს მიაღწია და 3-2 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, ორივე ჩოგბურთელი თავის მოწოდბას იგებდა. ბოლოს კი რუუდმა მატჩ პოინტზე მეტოქის შეცდომით ისარგებლა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
ჟენევური ტურნირის მოგებით, რუუდი რეიტინგში მე-16 ადგილზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა ჟენევამდე მადრიდსა და მონტე კარლოში ნახევარფინალებში ითამაშა.