ესპანური პრიმერას ბოლო, 38-ე ტურში, ლიდრმა მადრიდის „ატლეტიკომ“ სტუმრად 1:2 დაამარცხა „ვალიადოლიდი, 86 ქულა მოაგროვა და მდევართათვის მიუღწეველი გახდა. გამარჯვების გოლი 67-ე წუთზე ლუის სუარესმა გაიტანა.
მოიგო უშუალო მდევრამა „რეალმაც.“ ზინედინ ზიდანის გუნდმა ასევე 2:1 სძლია „ვილიარეალს,“ მაგრამ 84 ქულით მეორე ადგილზე დარჩა.
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმების შემდეგ, ტიტულის ორივე მაძიებელი აგებდა.
„ატლეტიკო“ ქვეყნის ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა.