VTB ლიგის ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-მ "ზენიტს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 96:82. მოსკოველებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს სერიოზული უპირატესობა და თამაშის ბოლომდე მოახერხეს მისი შენარჩუნება.
თორნიკე შენგელიამ 24:14 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.
დმიტრი იტუდისის გუნდს ვილ კლაიბერნმა 24 ქულით ულიდერა, დანიელ ჰაკეტის ანგარიშზე კი 16 ქულა იყო და მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
სერიაში ცსკა 2:1 დაწინაურდა (3 მოგებამდეა) და მომდევნო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 24 მაისს, მოსკოვში გაიმართება.