კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუ 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ესპანელი "ოვიედოს" სპორტულ დირექტორად მუშაობდა და განცხადებაც ესპანური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
არნაუს კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო, რომლის ღირსებას 1996-2001 წლებში თამაშობდა, ხოლო 2001 წლიდან კარიერის ბოლომდე, რომელიც 2010 წელს დაასრულა, "მალაგას" ღირსებას იცავდა.
მას ასევე უთამაშია ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ ეროვნული ნაკრების მაისური არასდროს მოურგია.