პორტუგალიელი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ "ვულვზის" მიდმინარე სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვებს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ნუნუ "მგლების" დამრიგებლის როლში ბოლო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედთან" 23 მაისს ჩაატარებს და გუნდს დაემშვიდობება.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ვულვზი" 2017 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ ნუნუს გუნდმა 198 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 96 მოიგო და 46 ფრედ დაასრულა. ნუნუს გაწვრთნილი გუნდი 2018 წელს პრემიერლიგაში აღზევდა. 2019/20 წლების სეზონში კი "მგლებმა" ევროპა ლიგაზე ითამაშეს.