"ლესტერის" 37 წლის ფეხბურთელი უეს მორგანი მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ კარიერას დაასრულებს. ასევე, გუნდს დატოვებს კრისტიან ფუხსი. აღნიშნულ ინფორმაციას "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მორგანი "ლესტერში" 2012 წელს გადავიდა. მას შემდეგ იამაიკელმა მცველმა 323 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ავსტრიელს, ფუხსი "ლესტერში" 2015 წელს "შალკედან" გადავიდა და "მელიების" რიგებში 153 შეხვედრა ჩაატარა. მორგანი და ფუხსი პრემიერლიგის და ასოციაციის თასის გამარჯვებულები არიან.