ფეხბურთი

15:50 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა

საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგური მატჩების წინ ვაკო ყაზაიშვილი გამოაკლდა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო სამხრეთ კორეაში გადაადგილების შეზღუდვებია დაწესებული და ქართველი ფეხბურთელი შეკრებაზე ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

ვილი სანიოლმა ყაზაიშვილის ნაცვლად ეროვნულ ნაკრებში უნგრული "უიპეშტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთის ნაკრებს, ხოლო 6 ივნისს, ენსხედეში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.112758