ფეხბურთი

11:22 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავამ "ინჰულეცი" დატოვა, მაგრამ ისევ უკრაინაში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი ნიკა სიჭინავა კარიერას ლვოვის "რუხში" გააგრძელებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სიჭინავას "ინჰულეცთან" კონტრაქტი ამოწურა და "რუხს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

გასულ სეზონში "სიჭინავამ" უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. 26 წლის თავდამსხმელი "ინჰულეცში" 2016 წლიდან თამაშობდა და 2019-2020 წლების სეზონში უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "რუხს" რაც შეეხება, ლვოველები პრემიერლიგაშ თამაშობენ.

0.113187