სხვა

0:56 | 21.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრედ კერლის პირველი ოლიმპიური განაცხადი

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ მძლეოსანთა ტურნირზე, 100 მეტრზე მამაკაცთა სპრინტში, ამერიკელმა ფრედ კერლიმ გაიმარჯვა, რომელმაც უკან მოიტოვა ვეტერანი თანამემამულე ჯასტინ გეტლინი და კანადელი ანდრე დე გრასი. კერლიმ დისტანცია 9.96 წამში გაირბინა.

კერლისთვის, ვინც 400 მეტრზე სპრინტში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დაეუფლა, ეს საუკეთესო შედეგი არაა. ერთი თვის წინ მან ასი მეტრი 9.91 წამში გაირბინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყველაზე მოკლე დისტანციაზე 10 წამზე ნაკლები დასჭირდა. ოსტრავაში მან დაამტკიცა, რომ წინა თვეში ნაჩვენები შედეგი შემთხვევითობა არ იყო. ის სტარტიდანვე სრულად აკონტროლებდა გარბენს და ბოლო 20 მეტრზე კიდევ უფრო მოუმატა ტემპს. და ეს გრილ ამინდში...

შემდეგ კერლი 200 მეტრზეც გამოვიდა, მაგრამ სპრინტერულ დუბლს ვერ მიაღწია. მან დისტანცია 20.27 წამში გაირბინა. გამარჯვება კი ამერიკელმა კენი ბედნარეკმა მოიპოვა, ვინც ფინიშს 19.93 წამში მიაღწია.

კერლიმ შეჯიბრის შემდეგ განაცხადა, რომ ყოველივეს მიუხედავად, ის 400 მეტრზე სპრინტზეა ოპრიენტირებული: „100 მეტრზე კარგი შედეგი მქონდა და ვერც 200 მეტრზე დავიწუწუნებ. თუმცა ორივეზე ბევრი მუშაობა მომიწევს. ას მეტრზე კარგი შედეგი არ გამკვირვებია, რადგან მთელი ცხვორება, 4 x 100 ესტაფეტას დავრბივარ. ამიტომ, ეს ჩემთვის ნორმალურია“.

რაც შეეხება ოლიმპიადას, ის ჯერ საკუთარ მწვრთნელს დაელაპარაკება და მის რჩევებს მოისმენს. მაგრამ მისი ძირითადი შეჯიბრი 400 მეტრზე სპრინტი იქნება, რადგან ამ დისტანციაზე „ჯერაც ბევრის მიღწევას აპირებს“.

ქალთა 200 მეტრზე სპრინტში ამერიკელმა შა’ქერი რიჩარდსონმა გაიმარჯვა. მან ფინიშს 22.35 წამში მიაღწია, თუმცა აშკარა იყო, რომ უფრო მეტიც შეეძლო. თავისი პირველი ევროპული გამოსვლით, თავადაც უკმაყოფილო დარჩა.

800 მეტრზე ქალთა და მამაკაცთა გარბენებში ბრიტანელმა თინეიჯერებმა გაიმარჯვეს. ქალთა შორის 19 წლის კილი ჰოჯკინსონმა მოიგო, ვინც დისტანცია წუთსა და 58.89 წამში გაირბინა. მისმა თანატოლმა მაქს ბარგინმა კი ფინიშს წუთსა და 44.14 წამში მიაღწია, რაც ამ დისტანციაზე წლის საუკეთესო დროა.

მამაკაცთა შორის 10 000 მეტრზე, უგანდელმა ჯაკობ კიპლიმომ გაიმარჯვა. მისი დრო - 26 წუთი და 33.93 წამი, ყველა დროის მეშვიდე უსწრაფესია. მის თანამემამულე ჯოშუა ჩეპტეგეის კი 3000 მეტრზე 13 წამი დააკლდა მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც კენიელ დანიელ კომენს 1996 წელს აქვს დამყარებული.

მამაკაცთა შორის შუბის ტყორცნაში, გამარჯვება გერმანლმ იოჰანს ფეტერმა მოიპოვა, ვის მიერ ნატყორცნი შუბი 94.20 მეტრის სიშორეზე ჩაერჭო. ეს კი ამ სახეობაში მეშვიდე საუკეთესო შედეგი. ამაზე შორს შუბი ლეგენდარულ ჩეხ იან ჟელეზნის და თავად ფეტერს აქვთ ნასროლი.

0.115827