ფეხბურთი

23:43 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ჩოგაძემ უკრაინაში კლუბი შეიცვალა

თემურ ჩოგაძე კარიერას "ინჰულეცში" გააგრძელებს. 23 წლის ფეხბურთელს დონეცკის "ოლიმპიკთან" კონტრაქტი ამოეწურა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ჩოგაძემ "ინჰულეცთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მომდევნო სეზონსაც უკრაინის პრემიერლიგაში გაატარებს.

ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 14 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა. ჩოგაძეს სხვადასხვა დროს "რუსთავში", "ტორპედოში", "დინამო ბათუმსა" და "საბურთალოში" უთამაშია.

0.120434