საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.
მეორე სათამაშო დღეს ოთი მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო თბილისის "საბურთალოსა" და გორის "დილას" მატჩი იყო, რომელშიც ხვიჩა შუბითიძის გუნდმა ანდრეი დემჩენკოს გუნდი უშანსოდ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. საბურთალოელებმა მეტოქეს 3 გოლი გაიტანეს და ბოლოს ერთი კი გაუშვეს, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.
"დილასგან" განსხვავებით მეოთხედფინალში ითამაშებს "გორი", რომელმაც შინ დუშეთის "არაგვს" დამაჯერებლად მოუგო და არნახულ შედეგს უწია. მომდევნო ეტაპზეა წყალტუბოს "სამგურალიც", რომელმაც ბოლნისში "სიონს" 3:1 დამატებით დროში აჯობა, ხოლო ქობულეთის "შუქურამ" "შევარდენს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვება იზეიმა.
საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეს გუნდები თამაშებენ: "გორი", "შუქურა", "საბურთალო", "სამგურალი", "დინამო ბათუმი", "გარეჯი", "ლოკომოტივი" და "გაგრა".
"გორი" - "არაგვი" 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სანაშვილი (34), 2:0 ანკობო (57)
"საბურთალო" - "დილა" 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ცნობილაძე (45), 2:0 ტაბატაძე (59), 3:0 მალი (84), 3:1 კამარა (90)
"სიონი" - "სამგურალი" 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 გილმორი (23), 1:1 კილასონია (62), 1:2 ბურჯანაძე (108), 1:3 ფონიავა (117)
"შევარდენი" - "შუქურა" 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გოგიტიძე (30), 0:2 ჩელებაძე (90)