ბუენოს აირესში, ლიბერტადორესის თასის D ჯგუფის მატჩში, „რივერ პლეიტმა“ კოლუმბიურ „სანტა-ფეს“ 2:1 მოუგო. მასპიძელთაგან გოლები ფაბრისიო ანხილერიმ და ხულიან ალვარესმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი კელვინ ოსირიომ გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ თამაშოს წინ „რივერის“ ბევრი მოთამაშე, მათ შორის, ოთხივე მეკარე, კოვიდ 19-ით დაავადდნენ. შედეგად, კარში „ვალენსიის“ ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი, ენცო პერესი ჩადგა და მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი - 5 სეივი მოახერხა.