ფეხბურთი

14:21 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერის მორიგი ხუმრობა

ინგლისის ნაკრების ყიფილი შემტევი, ამჟამად კი საფეხბურთო ტელეწამყვანი, გარი ლინეკერი, აღფრთოვანებული დარჩა „ნიუკასლის“ ნახევარმცველის, ჯოზეფ უილოკის გარჯით, რომელმაც ინგლისურ პრემიერლიგაში ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გუშინაც, 19 მაისს, „ნიუკასლმა“ „შეფილდ იუნაიტედს“ სწორედ უილოკის გოლით მოუგო (1:0).

„ჯოს შესანიშნავი მიღწევა აქვს, პრემიერლიგის ზედიზედ ექვს შეხვედრაში გაიტანა. ეს იმდენივეა, რამდენიც მისმა თანაგუნდელმა, ჟოელინტონმა ორ სეზონში მოახერხა.“ - წერს ლინეკერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112761