ფეხბურთი

12:26 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ახალი საშინაო სათამაშო ფორმა წარადგინა

„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ საიტზე წარადგინა ფოტოები ფორმისა, რომლითაც 2021-22 წლების სეზონში ითამაშებს.

ეკიპირება ტრადიციულად წითელი ფრისაა, რომელსაც დამრეცი წვრილი, მოვარდისფრო, ზიგზაგისებრი ზოლები დაჰყვება. მოვარდისფროა საყელო და მკლავების ბოლოებიც.

ახალი ფორმით „წითლები“ პირველად პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურში ითამაშებენ მომავალ კვირას, „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ.

თეგებილივერპული
0.114243