იტალიის თასის ფინალში, „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), ტურინელთა დამრიგებელმა, ანდრეა პირლომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბში დარჩენა სურს.
„იუვენტუსში“ დარჩენა მინდა. ხელმძღვანელობა მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას. მე კი სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას.“ - ციტირებს პირლოს სიტყვებს Rai Sport.
იტალიური მედია კი ვარაუდობს, რომ პირლოს იმ შემთხვევაშიც კი გაათავისუფლებენ, თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანს.