VTB ლიგის ნახევარფინალურ სერიაში მოსკოვის ცსკა სანქტ-პეტერბურგში "ზენიტს' ესტუმრა და უმძიმეს ბრძლაში 104:107 დამარცხდა. თამაშის ძირითადი დრო 75:75 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერ-ტაიმი გახდა საჭირო. აღნიშნული 10-წუთეული „ზენიტმა“ უკეთ ჩაატარა - 32:29 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
თორნიკე შენგელიას დიდებული თამაში ჰქონდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 44:47 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
შენგელიას შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელმა ვილ კლაიბერნმა აჯობა, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
აქვე გეტყვით, რომ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1) და მესამე მატჩი 22 მაისს, მოსკოვში გაიმართება.