კალათბურთი

0:28 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 20 ქულა და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 37-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „სარაგოსას“ ესტუმრა და ძალიან ადვილად 91:60 მოიგო. კანარიელებმა პირველი პერიოდი 7 ქულით წააგეს, მაგრამ შემდეგ საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ და სოლიდური სხვაობით იმარჯვეს.

პარკეტზე საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 24:12 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა.

გიორგი მოპოვებული ქულებით და მარგი ქმედების კოეფიციენტით ორივე გუნდში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტული დამსახურებულად ერგო.

„ლენოვო ტენერიფე“ 27 გამარჯვებით და 8 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და პლეი-ოფის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 22 მაისს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

0.126042