მატს ჰუმელსი და ტომას მიულერი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა „ბუნდესნაკრების“ 26-კაციანი განაცხადა გამოამზეურა და მასში ჰუმელსიცაა და მიულერიც.
მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი ლიოვმა გერმანიის ნაკრებიდან 2018 წელს დაითხოვა, თუმცა, ნაბიჯი უკან გადადგა და ევროპის ჩემპიონატისთვის ორივე იხმო. გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი)
მცველები: მატიას გინტერი (გლადბახი), რობინ გოსენსი (ატალანტა, იტალია), კრისტიან გიუნტერი, (ფრაიბურგი) მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიფციგი) მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიფციგი), რობინ კოხი (ლიდსი, ინგლის), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკლა ზულე (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ემრე ჯანი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), ტომას მიულერი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი)
თავდამსხმელები: კაი ჰავერტცი (ჩელსი, ინგლისი), ლეროი სანე (ბაიერნი), კევინ ვოლანდი (მონაკო, საფრანგეთი), ტიმო ვერნერი (ჩელსი, ინგლისი)
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.