ფეხბურთი

21:37 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავას უხეშობა და წითელი ბარათი 3-მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ტულას „არსენალის“ ფეხბურთელი გია გრიგალავა დასაჯა. 31 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის ბოლო ტურში „უფასთან“ უხეშად ითამაშა და გააძევეს.

გიამ წითელი ბარათი 52-ე წუთზე მიიღო და თავისი გუნდი, რომელიც 1:2 დამარცხდა, კაცნაკლული დატოვა. სადისციპლინო კომიტეტის შეფასებით, გრიგალავამ ბურთზე ბრძოლის გარეშე აგრესიულად ითამაშა და ამიტომაც, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რაც რუსეთის ჩემპიონატში მოქმედებს.

შეგახსენებთ, რუსეთში 2020-2021 წლების სეზონი „არსენალმა“ მე-14 ადგილზე დაასრულა, გრიგალავამ 18 შეხვედრაში ითამაშა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112094