ფეხბურთი

11:19 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა აგუეროს შესახებ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟურნალისტებს მისი გუნდის არგენტინელი შემტევის, სერხიო აგუეროს მდგომარების შესახებ ესაუბრა.

„მას მცირე პრობლემები აქვს. ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს. „ნიუკასლთან“ მატჩისას იგრძნო ტკივილი და დღეისათვის სათამაშოდ მზად არ არის. ვიმედოვნებ, „ევერტონთან“ შეხვედრისთვის მოკეთდება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, თუ სერხიო ფორმაში იქნა, ცხადია, ის დაგვეხმარება. მაგრამ ეს ფინალია და ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღო, რომელიც ჩვენი გამარჯვების შანსებს გაზრდის.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

0.123047