კალათბურთი

23:53 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში VTB ლიგაში

VTB ლიგის ნახევარფინალური სერია მოსკოვის ცსკა-მ წარმატებით დაიწყო და სანქტ-პეტერბურგში „ზენიტს“ დაძაბულ ბრძოლაში 78:73 მოუგო. მთელი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ, დმიტრი იტუდისის გუნდმა იმძლავრა და გამარჯვებაც იზეიმა.

თორნიკე შენგელია ცსკა-ში საუკეთესო იყო და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა 31:36 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 14-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

შენგელიას შედეგიანობით მხოლოდ „ზენიტის“ კანადელმა ლეგიონერმა კევნ პანგოსმა აჯობა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ამრიგად, სერიაში ცსკა დაწინაურდა, ხოლო მეორე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 19 მაისს გაიმართება.

0.113754