გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გარეშე ითამაშებს. ეს ინფორმაცია „ბარსელონას“ გამოცდილმა კარის დარაჯმა თავად დაადასტურა.
ტერ შტეგენის განცხადებით, მას დამატებით ოპერაცია სჭირდება მარჯვენა მუხლზე, რის გამოც ევრო 2020-ს დააკლდება და ამ პერიოდს სარეაბილიტაციოდ გამოიყენებს.
„ბარსელონას“ სამედიცინო შტაბთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი ოპერაცია მჭირდება მუხლზე. სამწუხაროა, მაგრამ ევრო 2020-ს გამოვტოვებ და გერმანიის ნაკრებში არ ვიქნები. მე მხარს ვუჭერს გუნდს და იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. მადლობას გიხდით რთული სეზონის მერე მხარდაჭერისთვის“, - დაწერა გერმანელმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრებში მთავარ მეკარედ არ მოიაზრებოდა და მანუელ ნოიერის დუბლიორია. ვის წაიყვანს ტერ შტეგენის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატში იოაჰიმ ლიოვი, ჯერჯერობით უცნობია.