ევროპის ჩემპიონატისთვის პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულუ სოუზამ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 26 ფეხბურთელი შეიყვანა.
ნუსხაში არ არის ბერლინის „ჰერტას“ ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი, რომელიც ევრო 2020-ს ტრავმის გამო გამოტოვებს. პოლონეთის ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ლუკაშ ფაბიანსკი, ლუკაშ სკორუპსკი, ვოიცეხ შჩესნი
მცველები: იან ბედნარეკი, ბარტოშ ბერეშინსკი, პაველ დავიდოვიჩი, კამილ გლიკი, ტომაშ კეძიორა, კამილ პიატკოვსკი, ტიმოტეუშ პუჩაჟი, მაცეი რიბუსი
ნახევარმცველები: პრშემისლავ ფრანკოვსკი, კამილ იოზვიაკი, მატეუშ კლიხი, კასპერ კოჟლოვსკი, გჟეგოჟ კრიხოვიაკი, კაროლ ლინეტი, პრშემისლავ პლაჩეტა, პიოტრ ზიელინსკი
თავდამსხმელები: დავიდ კოვნაცკი, რობერტ ლევანდოვსკი, არკადიუშ მილიკი, კაროლ სვიდერსკი, იაკუბ სვიერშოკი
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.