ფეხბურთი

14:45 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონამ" მოიგო (+VIDEO)

ქალთა ჩემპიონთა ლიგა კატალონიის "ბარსელონამ" მოიგო. ლუის კორტესის გუნდმა ფინალში "ლონდონის" ჩელსის 4 უპასუხო გოლი გაუტანა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში კი პირველ წუთზე მელანი ლოიპოლცმა ავტოგოლით გახსნა. ესპანელები მე-14 წუთზე ალექსია პოუტელიასმა დააწინაურა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. მალევე თავის გამოჩენა აიტანა ბონმანტიმ შეძლო. შეხვედრის 36-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში კაროლინ ჰანსენმა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც როგორც კაცებში, ასევე ქალებში ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. მათ "ლიონის" ჰეგემონია დაარღვიეს, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხდებოდნენ ჩემპიონები.

0.117195