ნაცუ ბაშოზე მე-9 საშეჯიბრო დღე დასრულდა და ტოჩინოშინი უკვე რთულ ვითარებაშია, რადგან ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა მარცხით დაასრულა და უარყოფით ბალანსამდე მხოლოდ 1 წაგება აშორებს.
ტოჩი მე-4 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და მეტოქემ თითქმის უბრძოლველად, ძალიან ადვილად აჯობა. ეს აღნიშნული წყვილის 27-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ლევანმა 12 მოიგო, 15 კი მარცხით დაასრულა.
გორძაძეს მაისის ბაშოზე მხოლოდ 2 მოგება და 7 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი მოიპოვოს, დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს, ეს კი ამ ფორმაში მყოფი ტოჩინოშინისთვის თითქმის წარმოუდგენელია. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-13 მაეგაშირა დაიამამი იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.